https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“აქეთ წაი და მერე იქით წაი” _ რატომ გაქრა ქუჩების სახელწოდების აბრები ოზურგეთში და როდის აღდგება ის?

9:14; 17.07.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში ნაკლებად ნახავთ ქუჩას, სადაც სახელწოდების მიმანიშნებელი აბრა ან, უბრალოდ, კედელზე თუ ჭიშკარზე ქუჩის აღმნიშვნელი წარწერა არსებობდეს.

სამაგიეროდ, ბლომად ნახავთ ნაირნაირი “სიბრძნეებით” აჭრელებულ კედლებს: “წუწუნა“, ღუღუნა“, “ვყიდი ახლავე“, “ქირავდება სასწრაფოდ“, “ყველაზე იაფად ვიბარებთ თხილს“, “მიყვარხარ კამფეტივით“… და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბოლო წლების მანძილზე, არაერთხელ განიხილა სოფლებში ქუჩების სახელდების საკითხები, რომელიც ნაწილობრივ მოგვარდა კიდეც.

განსაკუთრებით ბრაზობდნენ დიდი სოფლების მცხოვრებლები, სადაც უამრავი ჩიხის გამო, განსაკუთრებული ფორსმაჟორული ვითარება იქმნებოდა. უფრო მაშინ, როცა მოქალაქეს სჭირდება და სჭირდებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დროულად სოფელში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას, ორი იმდენი დრო ეკარგებოდა იმ ქუჩის თუ უბნის მისაგნებად, სადაც პაციენტი ცხოვრობდა.

ამჯერად ქალაქ ოზურგეთის შესახებ ვსაუბრობთ, სადაც უკვე იშვიათად ნახავთ ქუჩების დასახელების წარწერებს და ამაზე მოსახლეობის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ, ბრაზობენ, დავობენ, ითხოვენ პრობლემის მოწესრიგებას.

_ ჩემს ჭიშკარზე იყო მიმაგრებული აბრა, თუმცა, კომუნისტებისდროინდელი. გახუნდა, გაფუჭდა, წარწერა არ ჩანდა და მაგისთვის მთავრობასთან ვერ ვირბენდი. გადავიხადე 20 ლარი, დავაწერინე და ჩამოვკიდე სახლთან, _ გვეუბნება გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრები მარინა მუჯირი.

_ აგერ ბატონო, ქალაქის ცენტრალური ნაწილია რამიშვილის ქუჩა. აქ ვმუშაობთ. დღეში რამდენი მანქანა ჩერდება და გვეკითხებიან, ამა თუ იმ ქუჩის მდებარეობის შესახებ, ვერ დათვლი. ასევე, კითხულობენ ქვეითად მოსიარულეებიც. ასაკოვან ადამიანს უნდა ჰკითხო ისევ, თუ გინდა ზუსტი მისამართი გაიგო. ახალგაზრდებმა საერთოდ არ იციან, რომელი ქუჩა სად არის. ამ ძებნაში კი ბევრი დრო იკარგება. წარმოგიდგენიათ? შეიძლება, ადამიანი იმავე ქუჩაზე იდგეს, რომელსაც ეძებს და არ იცოდეს… მოკლედ, საცინარ–სატირალი ამბავი გვჭირს, გურულად რომ ვთქვათ. არადა, ერთი შეხედვით, ვითომ უმნიშვნელო საკითხია, _ გვეუბნებიან ოზურგეთში, თხილის მიმღები პუნქტებში დასაქმებული ქალბატონები.

_ ამ დილით უკვე ათმა კაცმა მაინც მკითხა ნოტარიუსის მისამართი. რის ვაი–ვაგლახით ვუხსნი, საით წავიდეს. დღემდე ვერ მოხერხდა ოზურგეთის ქუჩებს დასახელებები დაეწეროს, ხოლო სახლებს _ ნომრები. ამ ქვეყანაში ამაზე გაცილებით დიდი და სამარცხვინო პრობლემებიც არის, მაგრამ ეს ყველაფერი მისი გადაწყვეტის სიმარტივიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, აქამდე რომ ვერ მოგვარდა, ესაა სწორედ სამარცხვინო.

ვერავის ვაგებინებ, სად ვცხოვრობ ან სად ვმუშაობ, ან სადაა მერია, ნოტარიუსი და სასამართლო. “აქეთ წაი და მერე იქეთ წაის” ძახილით. ტყეშიც კი არის დღეს აღნიშვნები “ღრუიანი წიფელი“, “ვატანგის წყარო” ან კიდევ “დევის ქვა“… ქუჩებზე დასახელებების დაწერა და დანომვრა რა გახდა, ვერ გავიგე.

სახანძრო მანქანის მძღოლი მარტივად მიხვდება სად უნდა გაჩერდეს, მარა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ რა ქნას?! დარბის სირენაჩართული მთელ ქუჩაზე, ეგება, ვინმემ გამაგებინოს ავადმყოფი სად ცხოვრობსო…

საკითხავია, აბა რა არის, როდის მოგვარდება ეს პრობლემა? _ აცხადებს ოზურგეთელი ადვოკატი კახა ჩავლეშვილი და გვეუბნება, რომ სხვისი კი არა, საკუთარი სახლის მისამართსაც ვერ აგებინებს დაინტერესებულ კლიენტს, როგორ მიაგნოს.

“გურია ნიუსი” დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ ქუჩებზე შეიძლებოდა ყოფილიყო, ნაწილობრივ მაინც წარწერები. აღმოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეც კი არ არის ქუჩის მიმანიშნებელი აბრები გაკრული.

ცნობილი ოზურგეთელი კოლორიტი, ნატაშა მიხაილოვა, რომელიც, თითქმის, ნახევარი საუკუნეა, მეეზოვედ მუშაობს, იხსენებს, რომ წარწერის გარეშე ქუჩა, სახლი თუ კორპუსი არ იყო:

_ დღის განმავლობაში რამდენი ადამიანი მეკითხება ამა თუ იმ ქუჩის სახელს, თუ სად მდებარეობს, ვერ დათვლი. თავად ხომ ცდება და დროს კარგავს, მეც ვცდები, ხან ვღიზიანდები, მაგრამ ადამიანს ხომ ვერ დავამადლი, მივასწავლო მისამართი, რომელსაც ეძებს. მე, პირადად, ოზურგეთის ყველა ქუჩის სახელი ზეპირად ვიცი, მაგრამ რა ეშველება ახალგაზრდებს, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომელი ქუჩა სად არის? ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. დაჩქარებაა საჭირო. ადამიანებს ისედაც მწყობრში არ აქვთ ნერვები _ გაბრაზებული მირბიან და მერე უკან მორბიან ამ ქუჩების ძებნაში, _ გვეუბნება ის.

ადგილობრივები, ასევე, საინტერესო აზრს გამოთქვამენ ამა თუ იმ ქუჩის თუ უბნების კონკრეტულ მონაკვეთებისთვის გარდაცვლილი ადამიანების სახელის მინიჭების გამო:

_ მიცვალებულის პატივისცემა არ ეშლება ქართველ ადამიანს. თუმცა, ცუდად დამკვიდრდა და მომრავლდა გარდაცვლილი ადამიანების სახელის მინიჭების ტენდენცია. ეს საჭირო არ არის. ქუჩას ცნობილი პიროვნების სახელი თუ მიენიჭება მისდამი საპატივცემულოდ, ეს მისაღებია, ხოლო ნებისმიერი გარდაცვლილის სახელის მინიჭება თუ ვცადეთ ამა თუ იმ ქუჩისთვის, უბნისთვის, ჩიხისთვის, ადგილი არ დარჩება და ეს პროვინციალიზმია.

მიცვალებულს პატივი უნდა მივაგოთ ისე, როგორც წესია. ადგილი სასაფლაოა, სადაც ნებისმიერ მემკვიდრეს, ოჯახის წევრს შეუძლია პატივი ღირსეულად მიაგოს, საკუთარი გემოვნებით მოუწყოს გარდაცვლილს სამარადისო სასუფეველი, _ ამბობენ ადგილობრივები.

ოზურგეთში, ცენტრალურ ადგილზე მდებარე გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის შესახებ ბევრმა არაფერი იცის.

_ ამას წინათ, ერთი მოქალაქე “მოიდანახეს” სასაფლაომდე მისულა ამ ქუჩის ძებნაში. აქ მოსული კი ბრაზობდა, გაპილპილებული იყო, ოფლს სიმწრით იწმენდდა, აქ ვიდექი, ხალხს ვეკითხებოდი დაა პალიასტომში გამიშვესო, წიოდა… _ გვეუბნება ლალი რუსიეშვილი.

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ლავრენტი ბიგვავას ესაუბრა. მას სათანადო კვალიფიკაცია და მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, რომ კომპეტენტური პასუხი გაგვცეს:

_ მე პასუხს არ დაგზარდებით, თუმცა, გეტყვით, რომ ეს მუნიციპალიტეტის მერიის პირდაპირი ვალდებულებაა.

ხაზს ვუსვამ _ ეს საჭირბოროტო და აუცილებლად მოსაგვარებელი საკითხია. ჩვენ უნდა მივხედოთ სახელდებას. ვიცი, რომ კარგა ხანია, ფირნიშებისთვის ესკიზი მუშავდება. ის უნდა ექვემდებარებოდეს სტანდარტს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არ ევალება ამის გაკეთება. მისასალმებელია, რომ ვიღაცამ გააკეთა, თუმცა, სტანდარტია საჭირო. ერთგან სხვანაირი, მეორეგან სხვა, ეს ქალაქს იერსახეს და სილამაზეს უკარგავს, რომლის გასაუმჯობესებლად ასე ვიბრძვით, _ გვითხრა მან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას და მალე გადაიჭრება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავ მივუბრუნდებით ამ საკითხს და უახლეს ინფორმაციას მივაწვდით მკითხველებს.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ლავრენტი ბიგვავა
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026

მამუკა მდინარაძე: რითაც არ უნდა დამემუქრონ...არ დავთმობ არაფრის ფასად

გიორგი გახარია - მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე

ყველა სიახლე

სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო