გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის 29 ივლისს, სამაშველო ოპერაციის შესრულებისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები ემსხვერპლნენ.
დაღუპულებს შორის მფრინავი ზაზა ლორიაა. ის წარმოშობით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურიდან იყო.
ცნობისთვის, სამაშველო ვერტმფრენმა თეთრი არაგვის ხეობაში კატასტროფა განიცადა და ვარდნის შედეგად აფეთქდა






























































