აშშ-ის კონგრესმენმა რიჩარდ ბლუმენთალმა განაცხადა, რომ სანქციების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრის დაჩქარება აუცილებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დამატებით დროს არ იმსახურებს“. კანონპროექტის თანაავტორმა ამის შესახებ „სოსპილნისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა.
„ვეთანხმები, რომ ვლადიმერ პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს და ჩვენ უნდა დავაჩქაროთ სანქციების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა. ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ მე მტკიცედ ვუჭერ მხარს, რომ სანქციები 500%-იანი იყოს და არა 100%-იანი“, – განაცხადა ბლუმენთალმა.
მისივე თქმით, ამჟამად სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს 85-ი კანონმდებელი უჭერს მხარს და მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 90 ხმის მიღებაც.






























































