სამეგრელოში 4 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ტრაგედია ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
„უდიდესი ტკივილი… გარდაიცვალა პატარა ლაზარე, სულ 4 წლის ანგელოზი…
არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ამ ტკივილს გამოვხატავთ.
უდრეკი ძალა და მოთმინება ვუსურვოთ მის ოჯახს, ახლობლებს, ყველას, ვინც ლაზარეს იცნობდა და უყვარდა.
სოფლის ტრაგედია ხარ პატარა ანგელოზო, შენი სული ნათელში იყოს“,- წერს ოჯახის ახლობელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი აუზში ჩავარდა და ვერ გადაარჩინეს.





























































