ანანო ჩხაიძემ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა დაამთავრა და წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები.
ანანომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა დააგროვა, ხოლო ინგლისურში, მაქსიმალური 70-დან _ 62.
ვულოცავთ ანანოს და ბედნიერ სტუდენტობას ვუსურვებთ.































































