8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოში (აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო) მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, პერიოდულად შესაძლებელია ქარის ქარის გაძლიერება 12–17 მ/წმ-მდე.
სანაპირო ზოლში – 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, შესაძლებელია ძლიერად, ზღვაზე მოსალოდნელია ტალღის სიმაღლის 3 ბალამდე მომატება.
აღმოსავლეთ საქართველოში- მხოლოდ ზოგან არის შესაძლებელი ხანმოკლე წვიმა ელჭექით, საღამოს საათებში შესაძლებელია სეტყვა, ასევე აღმოსავლეთში ნანატრი შედარებით დაბალი ტემპერატურა 10 აგვისტოდან დადგება.
მეტეოროლოგიური გაფრთხილება! მოსალოდნელი რთული მეტეო პირობების გათვალისწინებით, 8 აგვისტოს დღის ბოლოდან – 10 აგვისტოს საღამომდე, დასავლეთ საქართელოში შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები, _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.






























































