„კეთილი მოხუცი“ ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი გავიხსენოთ. ილიჩი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა. ერთ-ერთი მისი აქაური ვიზიტის შემდეგ ხალხში შემდეგი ანეკდოტი გავრცელდა.
„ბრეჟნევი თბილისში რომ ჩამოვიდა, უკვე ძალიან დაჩაჩანაკებული იყო და ცოტას ურევდა კიდეც. აქ დიდი ამბით დახვდნენ; იყო, რა თქმა უნდა, ზღაპრული სუფრაც.
ბრეჟნევს განსაკუთრებით მოეწონა ცოცხალი. იკითხა, რა ქვია ამ თევზსო.
– ცოცხალი – უთხრეს, თან გადაუთარგმნეს – ჟივოი.
– როგორ ჟივოი – გაოცდა გენსეკი – ეს ცოცხალია?
– არა, ცოცხალი არაა, მკვდარია, მაგრამ ცოცხალი ქვია…
მოსკოვში რომ დაბრუნდა, ერთხელაც, მენიუს შედგენისას, ეკითხებიან – რას მიირთმევთ?
ბრეჟნევს ცოცხალი მონატრებოდა და შეძლებისდაგვარად აუხსნა, რა უნდოდა – აი, მკვდარი რომაა და ცოცხალი რომ ქვია…
შეფი შეფიქრიანებული დაბრუნდა და მზარეულებს ეუბნება:
– დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს…“




































































