ცოტა ხნის წინ დანიელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ კონკრეტული ადამიანის სისხლის ჯგუფით სავარაუდო დაავადებების პროგნოზირება შეიძლება.
მკვლევარები 30 წლის განმავლობაში 66 ათასი ადამიანის ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ. დადასტურდა, რომ გარკვეული დაავადებების განვითარება შეიძლება ასოცირებული იყოს სისხლის ჯგუფთან.
მეცნიერთა მტკიცებით, მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს აქვთ ვენების თრომბოზის ან ფეხებში თრომბის განვითარების ძალიან მაღალი რისკი. გარდა ამისა, მეოთხე სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან გულსისხლძარღვთა დაავადებების მიმართ. ამასთანავე ასაკის მატებასთან ერთად, ისინი მეხსიერების დაკარგვას და დემენციას განიცდიან.
მკვლევარებმა განმარტეს, რომ ეს შეიძლება სპეციალური ტიპის ცილის შემცველობით იყოს გამოწვეული. აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფის სისხლი ზრდის კუჭის კიბოს განვითარების რისკს.
მეცნიერებმა ყველაზე კარგი დასკვნა პირველი ჯგუფის სისხლის მფლობელებზე დადეს. კვლევის თანახმად, პირველი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები რაიმე განსაკუთრებული სენით უფრო იშვიათად ავადდებიან. გარდა ამისა, ისინი ინსულტისგან ყველაზე მეტად დაცულები არიან. მათთვის ასეთი დარტყმის რისკი მხოლოდ 9% -ს შეადგენს.





































































