ცოტა ხნის წინ, ჰანოვერის მუსიკის, დრამისა და მედიის უნივერსიტეტის მუსიკალური ფიზიოლოგიისა და მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ჩაატარეს რამდენიმე კვლევის მონაცემების სისტემური მიმოხილვა მუსიკასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცხოვრების ხარისხს შორის კავშირის შესახებ.
კვლევაში მონაწილეობა 779 ადამიანმა მიიღო. ყველა მათგანმა, სხვა საკითხებთან ერთად, შეავსო სტანდარტული კითხვარი, უპასუხა კითხვებს მათი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ. მეცნიერებმა ასევე შეადარეს ამ კვლევების შედეგები სხვა კვლევების შედეგებს, რომლებიც იკვლევდნენ რეკრეაციული სპორტის ან წონის დაკლების გავლენას ცხოვრების ხარისხზე.
აღმოჩნდა, რომ მუსიკას არანაკლებ სარგებელი მოაქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე, ვიდრე რეგულარული ვარჯიშს.
მუსიკის მოსმენა, მუსიკალური თერაპია, სიმღერა, მათ შორის საგუნდო სიმღერა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა – ეს ყველაფერი დაკავშირებულია ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან, მაგრამ ასევე კარგად მოქმედებს მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე.
გარდა ამისა, მუსიკასთან ნებისმიერი ურთიერთქმედება ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტების გამხიარულებას და გამოჯანმრთელებას.
































































