გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი.
“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”,_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.




























































