საქართველოს საელჩო ესპანეთში განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
ესპანეთის სამეფოში, განსაკუთრებით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გალისიაში, კასტილია და ლეონსა და ექსტრემადურაში ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.
გთხოვთ, გამოიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე, მოერიდოთ ხანძრების ზონებს, გაითვალისწინოთ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომრებზე:
საქართველოს საელჩო: +34691387221
სასწრაფო დახმარება ესპანეთში: 112″,_ აცხადებს საქართველოს საელჩო ესპანეთში.
































































