გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში 19-21 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება და უმნიშვნელო ნალექია მოსალოდნელი.
“დასავლეთ საქართველოში დღესაც +33, +34 გრადუსი დაფიქსირდება, ხვალიდან 21 აგვისტოს ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს . 19 აგვისტოს ცალკეულ რაიონებში, განსაკუთრებით აჭარაში, დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 21 აგვისტოს უმეტეს რაიონში ხანომკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით და ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე დაიკლებს. ხოლო 22 აგვისტოდან კვლავ გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს +36 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში 19-20 აგვისტოს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია +39 გრადუსამდე, 20 აგვისტოს დღის ბოლოს და 21 აგვისტოს მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. ტემპერატურა დაიკლებს დასავლეთ რაიონებში +27 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ რაიონებში, განსაკუთრებით თბილისში შენარჩუნდება +35 გრადუსი სიცხე”,_ ამბობს დოდო გვაზავა “გურია ნიუსთან” საუბრისას.




























































