21 აგვისტოს 20:00 საათზე ქალაქ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მედია კამპანიის ფარგლებში ფარნების მარში და ფოტოგამოფენა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას “გურია ნიუსიც” მიიღებს.
რეპრესიულმა კანონმდებლობამ დამოუკიდებელი ონლაინმედია გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა. ჟურნალისტები მუდმივი ზეწოლის ფონზე – თავისუფლების, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების ფასად აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას.
რეჟიმი მზია ამაღლობელს სამაგალითოდ სჯის.
ჩვენ ამას ერთობით და წინააღმდეგობით ვპასუხობთ.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ონლაინმედიების საერთო კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
სიბნელე დიქტატურისა და ინფორმაციული ვაკუუმის სიმბოლოა, რომელშიც სისტემა მოქალაქეებზე განუკითხავად ძალადობს. სინათლე კი სიმართლე, ერთობა და თავისუფლებაა. ეს არის გზა, რომელსაც ქართველი ხალხი საუკუნეებია ჯიუტად და დაუღალავად ირჩევს.
კამპანია 13 აგვისტოს, ონლაინმედიების ვებგვერდების სიმბოლური გათიშვით დაიწყო. ამ აქტმა საზოგადოებას შეახსენა, თუ რამდენად რეალურია სიბნელის დადგომის საფრთხე.
შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. მოდი მარშზე, მოიტანე ფანარი და გაანათე გზა. თითოეული ნათება მოქალაქის ხმაა, რომელიც ამბობს: ქვეყანა ცოცხალია, ხალხი, ფხიზლადაა, სინათლე არ ჩაქრება!
პარლამენტთან დაგხვდება ფოტოგამოფენა, სადაც ონლაინმედიების ჟურნალისტების მიერ გაშუქებულ მნიშვნელოვან მოვლენებს ნახავ.
კამპანიის პლატფორმა: https://sinatle.media/
ანგარიშის ნომრები:
#GE76TB7548536080100013;
#GE06BG0000000609779465
კამპანიაში ჩართული ონლაინმედიები: ბათუმელები; ნეტგაზეთი; პუბლიკა; ინდიგო; ქართლის ამბები; გურია ნიუსი; სამხრეთის კარიბჭე; Chai Khana; Info imereti; სტუდია მონიტორი; ქუთაისიპოსტი; OC Media; რადიო მარნეული; აჭარა თაიმსი; აი, ფაქტი; პროექტი 64; მედიაჩეკერი; ჩემი ხარაგაული; აპრილი; გურიის მოამბე; TOK2Region; Jnews.ge.



































































