BBC– ის ინფორმაციით, ავღანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბავშვი.
როგორც მაუწყებელს თალიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა, დაღუპული ადამიანების უმეტესობა ირანიდან დეპორტირებული ავღანელი მიგრანტები არიან.
“ქაბულისკენ მიმავალ ავტობუსს სამშაბათს ღამით ჰერატის პროვინციაში სატვირთო მანქანასთან და მოტოციკლთან შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.
ავტობუსში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, ასევე სხვა მანქანებში მყოფი ორი ადამიანი”,_ განუცხადა BBC-ს პუშტუს ეთერში თალიბანის ინფორმაციისა და კულტურის დირექტორმა აჰმადულა მოტაკიმ.































































