იტალიაში, მილანის, მალპენსას აეროპორტში, მამაკაცმა ხანძარი გააჩინა. ხანძრის შედეგად რეგისტრაციის დახლები დაზიანდა. ინფორმაციას dailymail ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც ოფიციალურად არ სახელდება, ოთხშაბათს, პირველი ტერმინალის თანამშრომლებმა დააკავეს.
დაკავებული სავარაუდოდ იტალიაში მცხოვრები, 20 წლის მალის მოქალაქეა, რომელსაც ნასამართლობა არ აქვს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი მგზავრი არ ყოფილა.



























































