“ინტერპრესნიუსის” ცნობით, მუხიანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი მეხუთე და მეექვსე სართულის აივნებზე გავრცელდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.






























































