ლანჩხუთში ,, ქართული ოცნების” ოფისში საკრებულოს პროპორციული სიის კანდიდატები წარადგინეს.
,,ჩვენი მიზანია, აქტიურ კომუნიკაციაში ვიყოთ საზოგადოებასთან. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა კანდიდატს არჩევნებში და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საქმიანობაში”, – წერს ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი სოციალურ ქსელში.
პარტიის პროპორციული სიას სათავეში პროფესიით ექიმი, ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ კვერენჩხილაძე უდგას. სიის მეორე ნომერი კი ვერიკო კვირკველია, რომელიც ახლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.
საკრებულოს ძველი სახეებიდან პარტიულ სიაშია: კარლო წილოსანი, გიორგი ხელაძე, ლოლიტა ურუშაძე, ნინო მშვიდობაძე, დარეჯან ბურჭულაძე, გოგი მორჩილაძე, სპარტაკ კვაჭაძე და ვლადიმერ ნანაძე. სიაში ასევე რამდენიმე ახალი სახეცაა: თენგო ხუხუნაიშვილის, ირაკლი ცინცაძის, ნინო ნინიძის, ნანა ბერიას და ნიკა ფაცურიას სახით.

































































