გურიის რეგიონში ვიზიტის მეორე დღეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ სოფელ თხინვალში ევროკავშირის დაფინანსებული ახალი Wi-Fi Hotspot გახსნა, რაც ხელს შეუწყობს სოფლის თემებში ციფრული ჩართულობის გაზრდას.
ელჩი ასევე შეხვდა ადგილობრივ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს და ვიზიტი დაასრულა შეხვედრით ადგილობრივ ბიზნესებთან.
განათლებიდან ციფრულ ჩართულობამდე, სამოქალაქო საზოგადოებიდან მწვანე ზრდამდე _ ევროკავშირი გურიის და საქართველოს ყველა რეგიონის მჭიდრო პარტნიორად რჩება.





























































