ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, თამარაშვილის გამზირზე.
ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შესახებ ინფორმაციას გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებმა კავასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.































































