“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი სავარაუდოდ არასრულწლოვანს სცემს.
კადრების მიხედვით, ინციდენტის შემსწრე არიან მცირეწლოვანი ბავშვი და კაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 180-იდან 240 საათამდე, ანდა ორ წლამდე პატიმრობით.































































