მსახიობი ია ფარულავა განცხადებას ავრცელებს.
,,ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო,
დღეს მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მივიღე. როგორც იცით, 21 აგვისტოს რამდენიმე მედიასაშუალებამ, წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში, გაავრცელა ჩემს შესახებ სრულიად მცდარი და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, თითქოს მე „ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი“ ვარ.
მე ნამდვილად ვიყავი ორი მშვიდობიანი და არაძალადობრივი დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 2025 წლის 22 მარტს და 4 ივლისს, სადაც მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავაპროტესტეთ. ამის „ძალადობრივად“ მონათვლა არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელიც ჩემი სახელის გატეხვას და რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.
































































