შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას თანმხლები პირი, ინციდენტის დროს დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ შსს-მ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ხასაიას ერთ-ერთი თანმხლები პირი აღნიშნავს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე, რამაც მისი მხრიდან აგრესია გამოიწვია.
შსს-ის ინფორმაციითვე, ინციდენტს ადასტურებს თავად გელა ხასაია, თუმცა ძალადობას უარყოფს.
„გელა ხასაიას თანმხლები პირები დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებენ. ინციდენტის დროს, მასთან ერთად მყოფი ერთ-ერთი პირი, ასევე, ამბობს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე და ამ უკანასკნელის მხრიდან აგრესია და დაზარალებულის ცემა სწორედ ამან გამოიწვია.
ინციდენტს ადასტურებს თავად გელა ხასაიაც, თუმცა ძალადობას უარყოფს“,- აღნიშნავენ შსს-ში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)









