sportall- ის ინფორმაციით, 11 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესპანეთის ნაკრებს ტრავმის გამო დანი ოლმო დიდი ალბათობით ვერ დაეხმარება, ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრებს ტრავმების გამო ასევე ნიკო უილიამსი, ლამინ იამალი, ფერმინ ლოპესი, დინ ჰუისენი და ფაბიან რუისი ვერ დაეხმარება.
ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.


































































