ხობში 16 წლის ბიჭს თოფი გაუვარდა და გოგო დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონას დაზიანებები ზედა კიდურის, გულ-მკერდისა და თავის არეში აქვს მიყენებული.
მათივე ინფორმაციით, ისინი ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. დაჭრილი არასრულწლოვანი ჯერ ფოთის ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც პირველადი გადაუდებელი დახმარება გაეწია. მოგვიანებით კი, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გაარეფერალეს. გოგონას მდგომარეობა მძიმეა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.































































