ამერიკელი დიეტოლოგები გირჩევენ, არ მიირთვათ სალათები, რომლებიც შეიცავს კიტრს და პომიდორს, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ. ცალ-ცალკე ორივე ბოსტნეული სასარგებლოა, განსაკუთრებით, თუ გაზრდილია ქიმიური სასუქების გამოყენების გარეშე.
საშუალო ზომის მწიფე პომიდორი შეიცავს ზრდასრული ადამიანის დღიური მოთხოვნილების მესამედ C ვიტამინს. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული შეიცავს ლიკოპინს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს კიბოს უჯრედებთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში.
კიტრი, სარგებლობის თვალსაზრისით, უფრო მოკრძალებულად გამოიყურება, რადგან ძალიან ბევრ წყალს შეიცავს. თუ კანიანად მიირთმევთ, მიიღებთ B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც ებრძვის ქოლესტერინს, უჯრედისს და მთელ რიგ სასარგებლო მიკროელემენტებს.
თუ ამ ორ პროდუქტს სალათში გააერთიანებთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. კიტრში შემავალი ასკორბინაზა შლის პომიდორში შემავალ C ვიტამინს, ართმევს ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებებს. სამწუხაროდ, ეს ყველა ის უსიამოვნებაა, რაც ბოსტნეულის სალათის მოყვარულებს ელის.
ადამიანის ორგანიზმი კიტრს და პომიდორს სხვადასხვანაირად ითვისებს. ბუნებით მჟავე პომიდვრის და ტუტე კიტრის შერევა იწვევს ორგანიზმში რეაქციას, რომლის პროდუქტებიც მარილები ხდება. თირკმლებში და ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვება შეიძლება გამოწვეული იყოს ბოსტნეულის სალათების სიყვარულით, პროდუქტების შერწყმით, რომლებიც ერთმანეთისგან შორს უნდა დაიჭიროთ.

































































