UFC 323-ზე, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 2025 წელს მეოთხედ 7 დეკემბერს დაიცავს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მერაბი რუს პიოტრ იანს მეორედ დაუპირისპირდება.
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პირველი დაპირისპირება 2023 წლის 12 მარტს შედგა, ქართველმა რუსი მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.
საერთო ჯამში, UFC-ის სუპერმსუბუქი წონის 34 წლის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში 25 შეხვედრა გამართა, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.
რაც შეეხება 32 წლის პიტერ იანს, ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. მან კარიერაში 24-ჯერ იჩხუბა, ხოლო მისი გამარჯვებით 19 ბრძოლა დასრულდა.



































































