ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ალეგრობა 2025“ ჩატარდა. დღესასწაული ბოლოს „ურსას“ კონცერტი გაიმართა.
როგორც https://tenders.procurement.gov.ge/-ირკვევა პოპულარული ჯგუფის ჩამოყვანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 25 000 ლარი დაუჯდა.
„ქ. ოზურგეთში შემსრულებლის, ჯგუფ ,,ურსა”-ს, მოწვევა დაიგეგმა მოსახლეობის სურვილის გათვალიწინებით, რადგან აღნიშნული ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში და მათ შორის ქ. ოზურგეთშიც… მოწვეული შემსრულებელი ჯფუფ ,,ურსა”-ს იდენტურ რეპერტუარს არ სთავაზობს მსმენელს ქვეყნის შიგნით სხვა შემსრულებლები.“ – აღნიშნულია tenders.procurement.gov.ge-ზე.
„ურსას“ კონცერტის შემდეგ გაიმართა დიჯეი გიგი პაპასკირის კონცერტი. თუმცა ჩვენს მიერ მოძიებულ საბუთებში მისი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
ფოტო: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია






























































