კუნძულ მალტაში ქართული დიასპორის ერთ-ერთ მასშტაბურ ღონისძიებას, „წარმატებული დიასპორელების“ დაჯილდოების მეათე საიუბილეო ცერემონიას უმასპინძლეს, რომელიც ემიგრაციაში მოღვაწე ქართველების მიღწევებსა და წარმატებას მიეძღვნა.
ერთ-ერთი ნომინანტი დიასპორული მედია AprioriTV-ის დამფუძნებელი და ოზურგეთელი ჟურნალისტი იტალიაში — ხათუნა შარაძე გახლდათ“.
„მალტაზე გამართულ დაჯილდოებაზე მიღებული აღიარება ჩემთვის არა მხოლოდ პირადი წარმატებაა, არამედ მთელი იმ ემიგრანტი საზოგადოების დაფასება, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება ინტეგრაციასა და საქართველოს ღირსეულ წარმოჩენას საზღვარგარეთ. AprioriTV-ის შექმნის მიზანიც სწორედ ეს იყო, ქართველ ემიგრანტებს ჰქონოდათ ხმა, სივრცე და მედიაპლატფორმა იტალიაშ, სადაც მათ ისტორიებს, სირთულეებს და წარმატებებზე ვისაუბრებდით. მადლობა ორგანიზატორებს, „დიასპორის სახლს“ და ინა ასანიძეს, რომელიც უკვე ათი წელია დიასპორელ ქართველთა ერთიანობისა და მოტივაციის შენარჩუნებას ემსახურება. ეს ჯილდო ყველას გვეკუთვნის, ვინც ემიგრაციაში ქართული სული და კულტურა არ დავკარგეთ.“ – თქვა ჩვენთან საუბრის ხათუნა შარაძემ.



































































