ჟურნალ „არილის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია გამომცემლობა „ინტელექტის“ გამომცემელი, მწერალი ზვიად კვარაცხელია.
„გრძელდება რეპრესიები და ბრძოლა ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს რა შემზარავ დროში აღმოვჩნდით – ყოველდღიურად ვიგებთ ქართველი მწერლების, ხელოვანების დაპატიმრების შესახებ. ამჯერად ზვიად კვარაცხელია დააპატიმრეს – გამორჩეული მწერალი, გამომცემელი და მოქალაქე.“ – წერია „არილის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


































































