გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ზურა ჩხაიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, _ ინფორმაციას ფეისბუქგვერდზე “აჭარლები” გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.

შარტავას და ბაგრატიონოს წრიულთან დღეს ავარია იყო ვინმემ დაწერთ რომ ის ბიჭი გადარჩა მოტოთი, _ წერს ფეისბუქგვერდი აჭარლები, რომლის პასუხად მოქალაქეები წერენ, რომ ბიჭი გარდაიცვალა და ავარიის ამსახველ ვიდეოკადრსაც ავრცელებენ.
“ეს არის ჩვენი სოფლი მწუხარება, რომელსაც უკრაინელი დაეჯახაო. რა სიხარული ჰქონდათ, რძალი მომყავსო, _ მამაშენი იძახდა. ისე უხაროდა და ეს რა დამართეს, წაგვართვეს ჩვენი ზურა, კეთილი ადამიანი. ნათელი შენს სულს ზურა ჩხაიძე.”
“ერთი ბიჭი ჰყავდა ოჯახს… ქორწილი უნდა ჰქონოდა…”
“ჩემო თბილო და ტკბილო ზურა, ეს რა გვიქნეს, როგორ დამტოვეს უშენოდ?! ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო, როგორი ტკბილი იყავი და როგორი მწარე გახდი… ჩემო სიყვარულო, რატო მიმატოვე ასე!”
“იქ ვიყავი, უკრაინელი გოგო დაეჯახაო”;
“ზურა, ეს რა გავიგეთ! ვერ ვიჯერებ, ღმერთო, რატომ?!
“მაგას მოუკვდი მეე არ დაგვაცადეს ბედნიერება”






























































