ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალი მერის მოსვლას ცვლილებები მოჰყვა მერიაში.
როგორც უკვე ვწერდით, მინდია ჟღერიამ, ახალი მოადგილეები დანიშნა.
რაც შეეხება დღეის მდგომარეობით, მერიის სტრუქტურაში არსებული სამსახურის ხელმძღვანელები არიან: ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი- თეა უჯმაჯურიძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი- მაია გოგოლაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი- თეა მამალაძე, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი- გია გიორგაძე სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი- ნიკოლოზ დუმბაძე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი- ირაკლი ახობაძე, მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსი- ვლადიმერ გოგიბერიძე, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი- დავით თოდრია.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, თუ რაიმე ცვლილება განხორციელდება, საზოგადოებას ამის შესახებ დამატებით ეცნობება.


































































