ჩოხატაურში, სოფელ შუა ამაღლებაში გარდაცვლილი გელა დოლიძის დედამ თვითმკვლელობა სცადა.
როგორც “გურია ნიუსს” გარდაცვლილის ახლობლები უყვებიან, ქალმა, მას შემდეგ, რაც შვილის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, თვითმკვლელობა სცადა.
“შვილის გარდაცვალება რომ გაიგო, თაგვის და ფაროსანას საწამლავი დაულევია. მძიმე მდგომარეობაში, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა, მაგრამ დღეს გონზე მოსულა და სახლში წამოსვლას ითხოვს”.
ინფორმაციისთვის, ჩოხატაურელი გელა დოლიძე, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გუშინ დაბა ურეკში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, გელა დოლიძე ურეკში, ერთ-ერთი საწყობის უფროსად მუშაობდა.
“გურია ნიუსი” შსს-ს დაუკავშირდა. უწყების კომენტარს მიღბისთანავე შემოგთავაზებთ.





























































