უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ICFRP) ,,მართლმსაჯულების სამსახურმა“ მოქალაქეთა კუთვნილი ქონების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სავარაუდო დაუფლების ფაქტზე ამხანაგობა ,,აგრარული აკადემია 2005-ის” და შპს ,,იქსორი ქავთარაძის“ ხელმძვანელების მიმართ გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს პროკურატურას მიმართა.
“ საქმის ფაქტობრივი მასალებიდან დგინდება, რომ ა.ც-ს, მ.მ-ს, ე.უ-სა და ამხანაგობა ,,აგრარული აკადემია 2005-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც თბილისში, ალ. ყაზბეგი გამზირი N34-ში ასაშენებელ მრავალბინიან კორპუსში უნდა გადასცემოდა ფართები.
ხელშეკრულებებით, ასევე განისაზღვრა – ,,ვალდებულების გადასვლა უძრავი ქონების ყველა შემდგომ მესაკუთრეზე“ და ,,ნოტარიალურად დამოწნმებული თანხომის გარეშე უძრავი ქონების გასხვისების, გაყიდვის, და გაჩუქების დაუშვებლობა“.
შეზღუდვის მიუხედავად – ამხანაგობა ,,აგრარული აკადემია 2005-ის და შპს ,,იქსორი ქავთარაძის წარმომადგენლებმა ურთიერთშეთანხმებით, მესაკუთრეთა ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობის გარეშე, თავდაპირველად ჯერ 2019 წელს შეზღუდული უფლებამოსილებით, ხოლო შემდგომში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ერთმანეთში გააფორმეს გარიგება, რომლის საფუძველზეც სრულად დაეუფლეს ა.ც-ს, მ.მ-ს და ე.უ-სა კუთვნილ ქონებას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის გაიცა სწორედ ,,მშენებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების პირობით“.
მიუხედავად ზემოთხსენებულისა შპს ,,იქსორი ქავთარაძე“ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უძრავ ქონებაზე ახდენს ცვლილების რეგისტრაციას – პროექტის განშლა/ კორექტირებას და აქტურად ეწევა მშენებარე ფართების რეალიზებას.
დაზარალებულებმა საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს ამხანაგობა ,,აგრარული აკადემია 2005-ას და შპს ,,იქსორი ქავთარაძეს“, ასევე მშენებლობის ნებართვის გამცემ და მშენებლობაზე საზედამხედველო ორგანოებს, თუმცა უშედეგოდ”,_ აცხადებს უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი.



































































