თბილისის ბევრ უბანში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მდებარეობა აქვთ, ამ ადგილებში ცხოვრება შეუძლებელია იმის გამო, რომ ბუნებრივი განიავება არ აქვთ ბინებს, მზის შუქი არასდროს შემოვა იმ ოთახებში, რომლებიც ერთმანეთს ფარავენ – ამის შესახებ სამშენებლო-საინჟინრო ჰოლდინგ “იმპოსტის” მმართველმა პარტნიორმა ლევან ახვლედიანმა ” პალიტრანიუსის” გადაცემში „შენობით ბიზნესთან” განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ადამიანების შემოსვლა, ფრანგი იქნება თუ ინდოელი, ნორმალურია, რადგან ისინიც ისეთივე ემიგრანტები არიან, როგორც ქართველები, რომლებიც ევროპაში არიან. ლევან ახვლედი
ახვლედიანი ფიქრობს, რომ ამის რეგულაცია უფრო მისაღებია, ვიდრე შეზღუდვა.
“მშენებლობა გარანტირებულად ტოპ-3 უძველეს პროფესიებშია. ადამიანს მუდმივად სჭირდებოდა თავშესაფარი. საქართველოს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ოცი წლის წინაც მნიშვნელოვანი იყო საბანკო კონტრიბუცია, თუმცა გაცილებით უფრო იაფი ჯდებოდა მაშინ ეს ყველაფერი და ბანკებთან კოლაბორაცია იმდენად საჭირო არ იყო. ამიტომ იყო, რომ ბევრი მშენებლობა მიმდინარეობდა არაპროფესიონალების მხრიდან, რამაც საკმაოდ დააზარალა და გააფუჭა ქართული სამშენებლო სექტორის ვიზუალი. არ ვიცი გემოვნების ბრალი იყო თუ უბრალოდ უნდოდათ ბევრი ფული ეშოვათ, თბილისის გარკვეული უბნები აქციეს საცხოვრებლად უვარგის უბნებად. ბევრი უბანი შემიძლია დაგისახელო ასეთი, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მდებარეობა აქვთ, აქ ცხოვრება შეუძლებელია იმის გამო, რომ ბუნებრივი განიავება არ აქვთ ამ ბინებს, მზის შუქი აღარასდროს შემოვა იმ ოთახებში, რომლებიც ერთმანეთს ფარავენ. ასევე არასათანადო რაოდენობის პარკინგებია გაკეთებული თავის დროზე და ა.შ.
დღეს რა ხდება? ინდუსტრიამ გაჯანსაღება თვითონაც დაიწყო. ბევრი არაკეთილსინდისიერი მოთამაშე ბაზრიდან გავიდა, ამ კონკურენციას ვეღარ გაუძლო და დარჩნენ ისინი, ვინც ევოლუციური გზით უფრო ძლიერები გახდნენ და ბუნებრივია, ამ ტრენდმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ბევრი ქართული დეველოპერული კომპანია აკეთებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც საერთაშორისო ინვესტირებისთვისაც საინტერესო გახდა. დარგი ვითარდება და მოთამაშეებმა, რომლებმაც სწორი აქცენტები გააკეთეს, შეძლეს, რომ ძალიან კარგი პროექტები განეხორციელებინათ. ეს მშენებლობები გულს უხარია, გრძნობ, რომ ეს სახლები ფუნდამენტურად განსხვავდება იმ სახლებისგან, რომლებიც 10-15 წლის წინ შენდებოდა”,_ აცხადებს ახვლედიანი.
ვრცლად: bpn.ge






























































