ავოკადო შეიცავს ვიტამინ B- ს , რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს არის ვიტამინის მიღების ყველაზე მარტივი გზა დიეტის დროს. ამ ვიტამინის ნაკლებობას მივყავართ ანემიამდე. მისი მიღება ეხმარება ტვინს ოპტიმალურ ფუნქციონირებაში.
ავოკადო ასევე ორგანიზმში მაგნიუმის დონეს არეგულირებს. ნახევარი ავოკადო 35 მილიგრამ მაგნიუმს შეიცავს. ეს მინერალი გვეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებაში. მაგნიუმი აგრეთვე ამაგრებს ძვლებს.
ეს ხილი იდეალურია გამაახალგაზრდავებელი ნიღბების შესაქმნელად. ავოკადოს ზეთი ატენიანებს და იცავს კანს გამოშრობისგან. იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და სხვა საზიანო ფაქტორებისგან. ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას კანში და მიაწოდებს ჟანგბადს.

































































