თქვენი ხასიათი და შესაძლებლობები ხშირად იმაზეა დამოკიდებული, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში დაიბადეთ.
24:00 (00:00)-02.00 – დროის ამ მონაკვეთში იბადებიან თავაზიანი და მოკრძალებული ადამიანები.
02:00-04:00 – ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ბუნებით მომხმარებლები არიან და სარგებელსაც იოლად პოულობენ.
04:00-06:00 – ამ დროს დაბადებული ადამიანები “პიონერული” თვისებებით გამოირჩევიან, ყოველთვის ავანგარდშიც არიან და სწორხაზოვნად მოქმედებენ.
06:00-08:00 – დროის ამ მონაკვეთში იბადებიან მისტიკური და მეოცნებე ადამიანები.
08:00-10:00 – დროის ეს მონაკვეთი ჰუმანისტებისა და კომუნიკაბელური პიროვნებების დაბადების პერიოდია.
10:00-12:00 – ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები კარიერას იოლად იკეთებენ და პატივმოყვარეობა ახასიათებთ.
12:00-14:00 – ამ პერიოდში დაბადებულებს სარისკო ავანტიურები იზიდავთ და თავგადასავლებს ეძებენ.
14:00-16:00 – დროის ამ მონაკვეთში დაბადებულნი მეამბოხენი არიან და სირთულეების გადალახვა ხშირად უწევთ.
16:00-18:00 – ამ პერიოდში იბადებიან მშვიდობისმოყვარე და კეთილი ადამიანები.
18:00-20:00 – დროის ამ მონაკვეთში სულით ძლიერი და ნებისყოფიანი ადამიანები იბადებიან.
20:00-22:00 – ამ პერიოდში იბადებიან “ვარსკვლავური” პიროვნებები, რომლებსაც არ ხიბლავთ მოკრძალებული ცხოვრება.
22:00-24:00 (00:00) – ამ პერიოდში დაბადებულები ფილოსოფიური აზროვნებით გამოირჩევიან და ზოგჯერ ვითარებასთან შეუსაბამო რეაქციები აქვთ.


































































