საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ავრცელებს.
“თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას.
ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე სულიერების, რწმენის განმტკიცებისა და სიკეთის დათესვის საქმეში.
ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!” – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.




























































