“ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება” , – ამის შესახებ კომპანია e-Consul-ის გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ზივზივაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიზეზი 2025 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში სამუშაო ვიზის მიღება გამარტივებული გზით აღარ შეუძლიათ.
ზივზივაძის განმარტებით, შეზღუდვა მხოლოდ სამუშაო ვიზებს შეეხება და არ ეხება ტურისტულ ვიზიტებს.
„ეს შეზღუდვა ძირითადად იმ ადამიანებზე აისახება, რომლებიც პოლონეთში დასაქმებისთვის მიემგზავრებოდნენ. ადრე ისინი ვიზებს მოწვევის საფუძველზე იღებდნენ, ახლა კი დამსაქმებლისგან დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა სჭირდებათ. მომართვიანობა ახლაც არის, თუმცა ამჟამად, აპლიკანტებს აქვთ ძველი ფორმის მოწვევები, რითიც ფიზიკურად ვერ ხერხდება განაცხადის წარდგენა. ველოდებით, რომ ახალი მოწვევები და ხელშეკრულებები ჰქონდეთ დამსაქმებლებისგან. ველოდებით, რომ ჩვენი ქვეყნიდან დასაქმებულების გადინება პოლონეთში შემცირდება“, – განმარტავს ზივზივაძე.
ცნობისთვის, 2025 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების საშუალება აღარ აქვთ. კერძოდ, პოლონეთში დეკემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით, საქართველო იყო იმ 5 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებს მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურით შეეძლოთ პოლონეთში დასაქმება. 1 დეკემბრიდან ძალაში შესული ახალი წესების თანახმად კი, გამარტივებული პროცედურები, მათ შორის უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადება, შეეხებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:
- სომხეთის რესპუბლიკა
- ბელარუსის რესპუბლიკა
- მოლდოვას რესპუბლიკა
- უკრაინა
პოლონეთმა ამ სიიდან მხოლოდ საქართველო ამოიღო.
ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლის






























































