რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ს მიერ ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას ეხმაურება:
“ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ ვენესუელaს პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე აშშ-ის დღევანდელი აგრესიის შედეგად იძულებით გაიყვანეს ქვეყნიდან.
ჩვენ მოვუწოდებთ სიტუაციაში სიცხადე შევიდეს.
ასეთი ქმედებები, თუ ისინი რეალურად მოხდა, წარმოადგენს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელ დარღვევას, რომლის პატივისცემაც საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპია“, _ აცხადებს რუსეთი, რომელიც უკვე მეოთხე წელია აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.































































