ხობში ორი პირი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთ-ერთს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი, მეორეს კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
ჩვენი ინფორმაციით დაკავებულია 21 წლის ახალგაზრდა. მას ფოთის რაიონულმა სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.































































