რამდენიმე წლის წინ, ახალი წლის დადგომამდე, წინა საღამოს ჩილელ სერხიო კალდერონს დიდი საახალწლო სიურპრიზი ელოდა.
საკუთარი სახლის სხვენზე ასული, ნაძვის ხის მოსართავი ატრიბუტიკის მოძებნას აპირებდა და ბრჭყვიალა სათამაშოების ნაცვლად რვა საბრძოლო ყუმბარა დახვდა.
კალდერონმა თოვლის ბაბუის საჩუქრის შესახებ მაშინვე პოლიციას აცნობა, რომლებიც ადგილზე სწრაფად გამოცხადნენ და ყუმბარებიც გააუვნებელყვეს.
უიღბლო ჩილელის ვარაუდით, ყუმბარები საკუჭნაოში შესაძლოა 30 წლის წინ მამამისს შეენახა.






























































