გასართობმა ცენტრმა „ლაბირინთმა“ განახორციელა საქველმოქმედო ინიციატივა შეჭირვებული ოჯახებისა და ბავშვების მხარდასაჭერად და ამ კეთილი მიზნის გარშემო ოზურგეთში არსებული 15-მდე ბიზნესი გაერთიანდა.
„2025 წლის 29 დეკემბერს, გასართობმა ცენტრმა უმასპინძლა 10 ბავშვს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საახალწლო ღონისძიებაში, შეხვდნენ ზღაპრების გმირებს, ისარგებლეს გასართობი პროგრამით და მიიღეს საახალწლო საჩუქრები. 30 დეკემბერს, ასევე, მოვინახულეთ 4 ოჯახი და გადავეცათ საჩუქრების დარჩენილი ნაწილი, პირველადი მოხმარების პროდუქტები. კეთილი ინიციატივა აქ არ სრულდება _ ნაახალწლევს იგეგმება შშმ პირთა მონახულებაც, რათა სითბო, ყურადღება და მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ. ეს დღეები ნათლად გვაჩვენებს, რომერთიანობით, თანადგომით ყველაფერს შევძლებთ – სიკეთე გადამდებია!“ _ გვითხრა აქციის ინიციატორმა ანი ომანიძემ.





























































