მე არ ვიცნობ ადამიანს, რომლის დაბადებაც შენს დაბადებაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ძმაო.
შენნაირი ბიჭის დაბდებაა სწორედ საზეიმო, დედამ ცოტახნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას ….
ასე რომ მაგარი ბიჭის დღეა დღეს.
მარადიული სიცოცხლეც შეძელი, როგორც ამ წუთისოფელში ასევე უფალთან მუდმივ სამყოფელში , გილოცავ ყველაზე შეუპოვარო… დრო გავა ყველაფერი წაიშლება , ჩვენც წავიშლებით, მაგარამ თქვენ გმირები არასოდეს მიეცემით დავიწყებას .
დიდება ჯამბულათს და მისი თამადობით ყველა გამორჩეულ და განსაკუთრებულ ბიჭს , მილიონში ერთნი იბადებიან და მერე დედებს ეულად მარტოდ ტოვებენ…. ყველა იმ ბიჭს ვისაც ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნდა ერთადერთი სიცოცხლე გასწირეს სხვების დასაცავად.
დიდება გმირებს.
თინი ხოფერია, _ წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას და, თინი ხოფერია.





























































