აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა კუბის ხელისუფლება და თქვა, რომ ეს ქვეყანა ვეღარ მიიღებს ნავთობს ვენესუელიდან, _ იუწყება Associated Press.
კუბა, რომელიც ვენესუელური ნავთობის მსხვილი მიმღები იყო, ვეღარ აკეთებს ამას, რადგან აშშ აპატიმრებს ვენესუელის ნავთობით დატვირთულ ტანკერებს.
ტრამპმა სოცქსელებში დაწერა, რომ კუბა დიდხანს ცხოვრობდა ვენესუელის ნავთობის ხარჯზე და ეხმარებოდა მადუროს დიქტატურას უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში.
„კუბა ვეღარ მიიღებს ვერც ნავთობს, ვერც _ ფულს… ვერაფერს! მე მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“, _ თქვა ტრამპმა.






























































