ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის ბულვარში, პარკის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. შტორმმა სასეირნო ბილიკზე ქვიშა და ნატანი გამორიყა.
ქობულეთის მერის ირაკლი ცეცხლაძის განცხადებით, დილიდან მერიის შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ არსებული მდგომარეობის შესწავლას, ზარალის დათვლას და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.


































































