ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ეფექტური იყო და შესაძლოა დიპლომატიისკენ მიმავალი გზა შექმნას.
„ცხადია, ახლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ერთი დღის წინ იყო, რადგან მათ საშინლად ურტყამენ“, – განაცხადა ტრამპმა CBS News-თან სატელეფონო ინტერვიუში,
ტრამპმა არ უპასუხა შეკითხვას, აღიქვამს თუ არა ის აშშ-ის საბრძოლო ოპერაციებს ირანთან ომად. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის შეერთებული შტატებისთვის საფრთხეების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული.































































