ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ირანსა და ლიბანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით “ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა”.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანში, ბინტ-ჯბეილში, “ჰეზბოლას ძირითადი საყრდენი პუნქტის განადგურების ზღვარზეა”.
პრემიერმა დაადასტურა, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) დაავალა, “კვლავაც უზრუნველყონ უსაფრთხოების ზონის დაცვა” ამ ტერიტორიაზე და გააფართოონ იგი აღმოსავლეთით.



































































