ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო–შემეცნებით მოგზაურობას იწყებს.
„ილიას განათლების ფესტივალი 2026“ 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება და აბიტურიენტებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს შესთავაზებს.
ფესტივალის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ ჩაერთონ სამეცნიერო ექსპერიმენტებში, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, შეხვდნენ უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს და მიიღონ ინფორმაცია პროფესიის არჩევისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ. ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნება ინტერაქციული ლაბორატორიები, პლანეტარიუმი და ჰუმანოიდი რობოტი „ატომი“.
ფესტივალი გაიმართება სხვადასხვა ქალაქში,
მათ შორის ოზურგეთში
(15 მაისი,15:00 საათი,ოზურგეთის პროგრესის სახლი, 26 მაისის ქ.11ა).
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებებს 15 ივნისიდან თბილისი უმასპინძლებს.



































































