ოზურგეთის მერია ადმინისტრაციულ შენობასთან ბარიერებისა და გამწვანების მოწყობას აპირებს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადდა. ამჟამად ადგილობრივი ბიუჯეტით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიერებისა და გამწვანების მოწყობის სამუშაოებს აპირებენ.
„საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა.
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).
- იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში ან/და პროექტში ან/და ხარჯთაღრიცხვაში შესყიდვის ობიექტის აღწერისას, გამოყენებულია წარმოშობის ქვეყანა ან/და სასაქონლო ნიშანი ან/და მოდელი ან/და პატენტი ან/და მწარმოებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ ტერმინებს გააჩნიათ „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობა, მოთხოვნილი ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრისთვის.“ – აღნიშნულია procurement.gov.ge – ზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 213 657.00 ლარს შეადგენს.


































































