უკრაინის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის ტერიტორიაზე დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმები,_ ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას APNEWS ავრცელებს.
„ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს – მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება. მას შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა, მაგრამ არა დიზელის საწვავზე, რადგან ის დიზელის საწვავის დეფიციტს იწვევს“, – განაცხადა ტრამპმა.

































































